დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

აღმოაჩინე აჭარა

❀❀❀

მთისა და ზღვის ულამაზესი პეიზაჟები, ბუნებრივი ნაკრძალებისა და პარკების სიმდიდრე, საუცხოო სამზარეულო და ტრადიციები, ერთნაირად იზიდავს ქართველ თუ უცხოელ დამსვენებლებს აჭარაში.

ზღვის ტურიზმი ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. სუბტროპიკული კლიმატი, თბილი ზღვა, ზღვისა და მთის საოცარი ხედი, დასვენებისთვის გამორჩეულად სასიამოვნო გარემოს ქმნის. სანაპირო ზოლის სიგრძე 21 კილომეტრია, ზღვის წყლის ტემპერატურა კი საშუალოდ, +21-29 გრადუსი.

უნიკალური მცენარეებით გაშენებული, საუკუნეზე მეტი ხნის ბათუმის ბულვარი, ზღვისპირეთში დასვენების დროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია. 





მთის უძველესი ტრადიციების გასაცნობად კი, მთიან აჭარას უნდა ესტუმროთ. აჭარის სოფლებში ნახავთ ისტორიულ ძეგლებს, ულამაზეს ტბებს და ჩანჩქერებს. ასევე გაეცნობით ხალხური რეწვის სახეებს, მოაწყობთ ლაშქრობებს, დააგემოვნებთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან დამზადებულ ტრადიციულ კერძებს და გაეცნობით ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს.

ტრადიციული აჭარული სუფრა ერთ-ერთი იმ "ღირსშესანიშნაობათაგანია", რომლის აღმოჩენის გარეშეც აჭარაში სტუმრობა სრულყოფილად არ ჩაითვლება ツ თუ მთიანი აჭარის მონახულებას ვერ ასწრებთ, ტრადიციულ აჭარულ კერძებს ბათუმში, "ბათუმარანის" დიასახლისები  სახელდახელოდ მოგიმზადებენ ツ

სანახავი და აღმოსაჩენი ბევრია. გელოდებით ♡




© Go Batumi & Visit Batumi