დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

შემწვარი ქათამი ნიგვზის ზეთში

შემადგენლობა

ქათამი, ქინძმარი, ნიორი, ნიგვზის ზეთი.

კერძის ისტორია

შემწვარი ქათამი ნიგვზის ზეთში, აჭარული სამზარეულოს საფირმო პირველი თავი კერძია. მისი მომზადების ტექნოლოგია, ერთგვარად მწვადის მსგავსია.

ქათამი ჯერ შამფურზე უნდა წამოაცვათ, ხოლო შემდეგ  ნაკვერჩხლის სიახლოვეს შეწვათ.

კერძის საიდუმლო ნიგვზის ზეთშია, რომელიც უნდა შეერწყას ქინძისა და ნივრის არომატებს.

შემწვარ ქათამს ნიგვზის ზეთში, ოჯახის უფროსები განსაკუთრებული სტუმრებისთვის ამზადებდნენ.

თქმულების მიხედვით, ოჯახში ქათამს იშვიათად მიირთმევდნენ, რადგან, როგორც წესი, ქათმის კერძი განსაკუთრებული სტუმრის დასახვედრად იყო გადანახული.

ამ კერძს ერთგვარი სახუმარო ისტორიაც უკავშირდება: თურმე ბავშვებს საპატიო სტუმრის მოსვლა იმიტომაც უხაროდათ, რომ ოჯახში ქათამი მომზადდებოდა და კერძის გარკვეული ნაწილი ბავშვებსაც შეხვდებოდა.

დაჯავშნა