დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

სუნელებში შემწვარი კალმახი

შემადგენლობა

კალმახი, ნიგოზი, ნიორი, სუნელი.

კერძის ისტორია

ცნობილია, რომ თევზი და თევზის პროდუქტები ვიტამინებითა და მიკროელემენტებით არის მდიდარი და მას განსაკუთრებით მაღალი კვებითი ღირებულება აქვს.

კალმახი მდინარეებში ბინადრობს და ცივი, სუფთა, ჟანგბადით მდიდარი წყალი უყვარს. მას ტრადიციულ აჭარულ სამზარეულოში სხვადასხვაგვარად ამზადებენ. სუნელში შემწვარი კალმახი, მათ შორის, ერთ-ერთი უგემრიელესია.

მდინარეებში კალმახის რაოდენობა შემცირებულია, ის წითელ წიგნშია შეტანილი. ამიტომაც დღეს მდინარის კალმახი, საკალმახე მეურნეობებში გამოყვანილმა კალმახმა ჩაანაცვლა, რომელიც აჭარაში მრავლადაა გაშენებული.

დაჯავშნა