დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

აჭარული ბაქლავა

შემადგენლობა

ფქვილი, კვერცხი, კარაქი, შაქარი,  ნიგოზი.

დესერტის ისტორია

ბაქლავა აჭარული ტკბილეულის უდავო ლიდერია. აჭარულ ტრადიციულ სამზარეულოში იგი საკონდიტრო კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. თქმულების მიხედვით, ბაქლავა  საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა და მისი არსებობა აჭარაზე ოსმალეთის იმპერიის გავლენამ განაპირობა.

ბაქლავა არის მსუყე, ტკბილი დესერტი, რომელიც ივსება დაჭრილი კაკლით და ტკბილი სიროფით, ან თაფლით. ეს არის ახლო აღმოსავლეთ კავკასიის, ბალკანეთის და ცენტრალური აზიის სამზარეულოსთვის დამახასიათებელი საკონდიტრო ნაწარმი.

ბაქლავა აჭარის სავიზიტო დესერტია. აჭარაში ის ყველა სადღესასწაულო სუფრაზეა წარმოდგენილი. თავისი გემოვნური თვისებების გამო, არა მარტო აჭარის, არამედ მთელი საქართველოს და მისი სტუმრების საყვარელი დესერტი გახდა.

აჭარაში, ქორწილში, ტრადიციისამებრ, პატარძლის ოჯახი ძღვენის სახით  გადასცემს აჭარულ ბაქლავას ნეფის („მოყვრების“ ) მხარეს.

ამ ტრადიციას „სადილი“ ეწოდება და იგი ნეფე-დედოფლის ერთგვარი დალოცვის ჟესტს წარმოადგენს. ამ გზით მათ ტკბილ და ბარაქიან ცხოვრებას უსურვებენ. ქორწილის მიმდინარეობის შუა პერიოდში,  თამადის სპეციალური სადღეგრძელოს შემდეგ (პატარძლის მორთმეული „სადილის“ სადღეგრძელო) ბაქლავა შაქრის ნუგბართან (შაქარლამა) ერთად გაფორმებული, ცეკვით შემოაქვს დარბაზში პარტარძლის მხარეს და მოათავსებს ნეფე-პატარძალთან ახლოს. როგორც წესი, ქორწილის მონაწილეებს სუფრაზე „სადილის“ ბაქლავას ჩამოურიგებენ და ამით პატარძლის მშობლების სახელით, მადლობას უხდიან სტუმრობისთვის.

დაჯავშნა