დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

აჭარული ხაჭაპური

შემადგენლობა

პურის ფქვილი, საფუარი, შაქარი, კვერცხი, აჭარული დაწნული ყველი (ჩლეჩილი), აჭარული კარაქი (იაღი)

კერძის ისტორია


აჭარული ხაჭაპურის წარმოშობის ისტორიას სამი მითი უკავშირდება:

  1. აჭარულ ხაჭაპურის ნავის ფორმა, ყველაზე ხშირად გავრცელებული ვერსიით, ზღვისპირა ტერიტორიაზე მეთევზეობას უკავშირდება. მამაკაცებს, რომლებიც ოჯახს  მეთევზეობით არჩენდნენ, დიასახლისები სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად, ნავის ფორმის ხაჭაპურით აცილებდნენ. დიასახლისები ხაჭაპურში კვერცხის გულს ამატებდნენ, რაც კარგი ამინდისა და მშვიდობიანი ნაოსნობის ნიშანი ყოფილა.
  2. მაღალმთიან აჭარაში ყველა ოჯახს ჰქონდა აჭარული ყველი, კარაქი (იაღი), კვერცხი და ბუნებრივია, ფქვილი. უჭმელი (ჭირვეული) ბავშვების გასახალისებლად დიასახლისებს  თურმე ნავის ფორმის ხაჭაპური გამოუცხვიათ. განსხვავებული ფორმის კერძს ბავშვები ხალისით და სიამოვნებით მიირთმევდნენ.
  3. თქმულების მიხედვით, აჭარული ხაჭაპურით საპატიო სტუმრებსაც უმასპინძლდებოდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში კერძი მზადდებოდა არა საუზმეზე, სადილზე ან ვახშამზე, არამედ დღის სხვა მონაკვეთში და ერთგვარი ნუგბარის დანიშნულება ჰქონდა.

დღეს მზადდება აჭარული ხაჭაპური ლობიოთი, სოკოთი, ბოსტნეულით, იმერული ყველით. თუმცა მიიჩნევა, რომ ნამდვილი აჭარული ხაჭაპური აჭარული ყველით და კვერცხით მზადდება.

*"ხაჭაპურის მომზადების ტრადიციას საქართველოში" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2019 წლის 22 იანვარს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულსააგენტოს გადაწყვეტილებით მინიჭა.

დაჯავშნა