დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

აჩმა

შემადგენლობა

ყველი, ფქვილი, კვერცხი, აჭარული კარაქი.

კერძის ისტორია

აჩმა ხაჭაპურის ნაირსახეობაა. მიუხედავად იმისა, რომ ის მთელ საქართველოშია გავრცელებული და დიდი პოპულარობით სარგებლობს, აჭარული კერძია. მისი მომზადების ტექნოლოგია განსხვავდება კლასიკური ხაჭაპურისგან. იგი თხელი, მოხარშული ფენებისგან მზადდება, რომელსაც შიგადაშიგ ყველი აქვს მოყრილი და გამდნარი კარაქი ესმევა.

აჭარაში აჩმა დღემდე საქორწილო სუფრის ერთ-ერთ მთავარ კერძად მიიჩნევა და მასპინძელი ოჯახი ყოველთვის ცდილობს, რომ იგი განსაკუთრებულად მომზადდეს, რადგანაც ხშირად სწორედ აჩმის ,,ხარისხით’’ (ფორმა, გემოვნური თვისებები) ფასდება მთელი სუფრა.

აჩმა ოჯახებში, ძირითადად, დღესასწაულებზე და განსაკუთრებული სტუმრების გასამასპინძლებლად მზადდება (საახალწლო სუფრა, იუბილე და ა.შ.), რადგან მის მომზადებას დიდი დრო სჭირდება და შრომატევადიცაა.

აჭარაში აჩმას, პატივისცემის ნიშნად, საჩუქრადაც მიართმევენ ხოლმე. (აჩმა ადვილად ტრანსპორტირებადი კერძების კატეგორიას მიეკუთვნება).

დაჯავშნა