დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

ბადრიჯანი ნიგვზით

შემადგენლობა

ბადრიჯანი, ნიგოზი, სანელებლები.

კერძის ისტორია

ბადრიჯანს აჭარულ კულინარიაში დიდი ისტორია აქვს.

ივანე ჯავახიშვილის ცნობებით, საქართველოში ეს ბოსტნეული ჯერ კიდევ XII-XIII საუკუნეებში იყო ცნობილი, მაგრამ ზუსტი თარიღი, დაუდგენელია. მისივე განმარტებით, სიტყვა ბადრიჯანი სპარსული წარმოშობისაა და სავარაუდოდ, იქედან გავრცელდა ჩვენთან. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, საქართველოში ერთ-ერთ ხეობას ამ ტერიტორიაზე გავრცელებული ბადრიჯნის კულტურის გამო ბურდუჯის ხეობა ერქვა.

ტრადიციულ ნიგვზიან ბადრიჯანს, ქართული საუზმეულის ნამდვილ მეფედ მოიხსენიებენ. იგი ნამდვილად გამორჩეული კერძია, რომელიც ქართველ თუ უცხოელ გურმანებში აღფრთოვანებას იწვევს. საქართველოს ყველა კუთხეში ამ კერძს აუცილებლად რთავენ ბროწეულის მარცვლებით, რაც თავის მხრივ, სასიამოვნო მომჟავო-მოტკბო გემოს ჰმატებს.

ნიგვზიანი ბადრიჯნის გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი ქართული საოჯახო და სადღესასწაულო სუფრა. იგი განსაკუთრებით გემრიელია მჭადთან ერთად.

დაჯავშნა