დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

ჩირბული ნიგვზით

შემადგენლობა

კვერცხი, პომიდორი, ხახვი, ნიგოზი, ერბო, ნიორი, ზაფრანა, ხმელი ქინძი.

კერძის ისტორია

აჭარულ სამზარეულოში, გარდა რძის ნაწარმისა, კვერცხიც ერთ-ერთ ძირითად ინგრედიენტს წარმოადგენს. ჩირბული აჭარული ცხელი კერძია, რომელიც გაჯერებულია  ნიგვზითა და სხვადასხვა სუნელის არომატით.

ჩირბულის შექმნის ისტორიას, შემდეგი სახალხო თქმულება უკავშირდება:

მაღალმთიანი აჭარის სამზარეულო, რომელიც გაჯერებული იყო რძის პროდუქტებისა და მაღალი ოდენობის ცხიმის შემცველი კერძებით, საჭიროებდა შედარებით ნაკლებცხიმიან კერძებსაც. თუმცა, მსგავსად სხვა აჭარული კერძებისა, ისიც სწრაფად უნდა მომზადებულიყო და ნოყიერიც ყოფილიყო. კვერცხი ჩირბულის ძირითადი ინგრედიენტი შემთხვევით არ არის. კვერცხი ასოცირდება მზესთან, სიცოცხლესთან და ენერგიასთან. ძველ დროს, ბავშვებისთვის კვერცხის მომზადება, მათთვის ენერგიის მომატებას გულისხმობდა. ნიგოზი კი უამრავი ვიტამინითა და მინერალით სავსე მცენარეული ცილების წყაროა, რომელიც სხვადასხვა დაავადების პრევენციას უწყობს ხელს.

დაჯავშნა