დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

ჩლეჩილი (დაწნული) ყველი

შემადგენლობა

ახალმოწველილი რძე, კვეთი.

კერძის ისტორია

საქართველოში ყველის ბევრნაირი სახეობაა გავრცელებული. აჭარის რეგიონისთვის დამახასიათებელი კი აჭარული დაწნული ყველია, რომელსაც მთაში ამზადებენ და ,,ჩლეჩილს’’ უწოდებენ.

აჭარული დაწნული ყველი ცხიმგაცლილია, რასაც მთაში ,,თავმოხდილს’’ ეძახიან. სწორედ ამ ცხიმით მზადდება კაიმაღი და კარაქი - იაღი.

დაწნული ყველის დამზადების განსაკუთრებული ტექნოლოგია, განსხვავებული ფორმა და დამახასიათებელი გემო, ნებისმიერი გურმანისთვის საინტერესოა.

აჭარული ყველისგან უგემრიელესი კერძები მზადდება, მათ შორის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული "აჭარული ხაჭაპურის" და "ბორანო" ძირითადი ინგრედიენტი, სწორედ აჭარული დაწნული ყველია.

დაჯავშნა