დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

ფელამუში

შემადგენლობა

ყურძნის წვენი, სიმინდის ფქვილი.

დესერტის ისტორია

აღმოსავლეთ საქართველოში ბადაგისგან თათარას ამზადებენ, ხოლო დასავლეთში - ფელამუშს. განსხვავება მხოლოდ ფქვილშია: აღმოსავლეთში ბადაგს პურის ფქვილს უმატებენ, ხოლო დასავლეთში - სიმინდის ფქვილს.
ფელამუში, აჭარული ტრადიციული სამზარეულოს დელიკატესია. მისი მომზადება ოჯახში ერთგვარი დღესასწაულია. იგი საახალწლო და ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას ამშვენებს.
ფელამუში დესერტის ნაირსახეობას განეკუთვნება და მისი სიტკბოს ხარისხი მზარეულის/ოჯახის გემოვნურ სურვილებზეა დამოკიდებული.
ტრადიციისამებრ, ფელამუშს ცივ მდგომარეობაში მიირთმევენ.

დაჯავშნა