დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

ფხალის ასორტი

შემადგენლობა

წითელი მხალი, მწვანე ლობიო, ბადრიჯანი.

კერძის ისტორია

დასავლეთ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული მცენარეული საკვები, რომელიც ნიგვზითა და სანელებლებით არის შეკმაზული.

აჭარის რეგიონი მდიდარია სხვადასხვა ფხალეულითა და პარკოსანი კულტურებით, რაც, ბუნებრივია,  კულინარიაშიც აისახება. ყველაზე გავრცელებული მათ შორის: წითელი მხალი, მწვანე ლობიო და ბადრიჯანია. მოგეხსენებათ, მხალეული მძიმე, ცხიმიანი კერძების გასანეიტრალებლად შესანიშნავი საკვებია. ჩვენთან დამზადებული ტყემლიანი ეკალა კი, ნიგვზიანი მხალეულის ჩასანაცვლებელი ჩინებული კერძია.

მხალის ასორტი ტრადიციული ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილია.

დაჯავშნა