დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

ფხალლობიო

შემადგენლობა

ლობიო, კეჟერა მხალი, ნიგოზი, ნიორი, ქინძი და ოხრახუში.

კერძის ისტორია

დასავლეთ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული მცენარეული საკვები, რომელიც ნიგვზითა და სანელებლებით არის შეზავებული.

აჭარის რეგიონი მდიდარია ფხალეულისა და პარკოსნების კულტურით, რაც აისახება სამზარეულოზეც. ნიგოზი ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად მიიჩნევა და მისი ყოველდღიურ რაციონში ჩართვა რეკომენდებულია. იგი უამრავი ვიტამინითა და მინერალით სავსე  მცენარეული ცილების წყაროა, რომელიც  სხვადასხვა დაავადების პრევენციას უწყობს ხელს.

რაც უფრო მდიდარია კერძი ამ ინგრედიენტით, უფრო სასარგებლო და გემრიელია.

ფხალლობიო მაღალმთიანი აჭარის, განსაკუთრებით ქედის რაიონის საფირმო კერძია. მიიჩნევა, რომ ქედაში მყოფმა სტუმარმა არ უნდა დატოვოს იქაურობა ამ კერძის დაგემოვნების გარეშე. შესაბამისად, ადგილობრივები აჭარული სამზარეულოს მრავალფეროვნებას სტუმარს და გურმანებს ფხალლობიოს სახით აცნობენ.

ფხალლობიო მიირთმევა ტრადიციული წესით მომზადებულ აჭარულ მჭადთან ერთად.

დაჯავშნა