დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

ჰასუთა

შემადგენლობა

სიმინდის ფქვილი, კვერცხი, კარაქი, შაქარი.

კერძის ისტორია

ჰასუთა მაღალმთიანი აჭარის (განსაკუთრებით ხულო) სამეფო კერძის სტატუსს ატარებს და ტრადიციული სუფრა ჰასუთას გარეშე წარმოუდგენელია.

მიუხედავად იმისა, რომ ჰასუთა ტკბილი კერძების კატეგორიას განეკუთვნება, იგი სუფრის ძირითადი და საპატიო კერძის ადგილს იკავებს და დღემდე დიდი სუფრის მთავარი სიამაყეა.

თუ ბორანო უფრო მცირე ზომის სუფრის განსაკუთრებულ კერძად მიიჩნევა, ჰასუთა უკვე დიდი სუფრების მეფეა.

სახალხო თქმულების მიხედვით, დიდ სუფრებზე ჰასუთას სხვა დანიშნულებაც ჰქონდა. მიიჩნეოდა, რომ ჰასუთა იდეალური საშუალებაა სუფრის წევრების დასანაყრებლად. ამიტომაც, ჰასუთა სუფრაზე სტუმრების დასხდომიდან 15 წუთში მიაქვთ, ცხელ მდგომარეობაში, რაც ყველა სტუმრის ინტერესს იწვევს და წინდახედული მზარეულები ადვილად ახერხებენ სტუმრების დანაყრებას (შესაბამისად, მათ კმაყოფილებას და კეთილგანწყობასაც იმსახურებენ)

დაჯავშნა