დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

კაიმაღი

შემადგენლობა

აჭარული კაიმაღი (რძისგან გაცლილი ცხიმი).

კერძის ისტორია

ზაფხულობით აჭარის მაღალმთიანეთში, მაგალითად ბეშუმში, იალაღებზე წასული ქალები რძეს სეფერატორში - რძისგან ნაღების გამოსაცალკევებელ აპარატში ატარებენ. მიღებული მასა არაჟნის კონსისტენციის პროდუქტია, რომელსაც კაიმაღს ეძახიან.

მხოლოდ ახალმომზადებული კაიმაღის ჭამა შეიძლება შედარებით მსუბუქად. 2-3 დღის შემდეგ კი შედედებას იწყებს და ნამდვილ კარაქს ემსგავსება. საკმაოდ ეგზოტიკური საჭმელია, თუმცა ძალიან ცხიმიანი და მსუყე.

კაიმაღისგან იაღს ამზადებენ, რომელიც მალფუჭებადია. ამიტომ ზამთრის მარაგისთვის ამ კარაქს (იაღს) ამარილებენ და ისე ინახავენ.

კაიმაღისგან რამდენიმე ძვირფასი კერძი მზადდება. განსაკუთრებით აღიარებულია ნაღების ბორანო.

დაჯავშნა