დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

კარტოფილის ბორანო

შემადგენლობა

აჭარული დაწნული ყველი (ჩლეჩილი), აჭარული კარაქი (იაღი), კარტოფილი.

კერძის ისტორია

კარტოფილის ბორანო ტრადიციული აჭარული კერძის - ბორანოს ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს.

კარტოფილის ბორანოს წარმოშობას რამდენიმე თქმულება უკავშირდება:

1. მაღალმთმიანი აჭარა, კერძოდ, ხულოს რაიონი, გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის კარტოფილით. კარტოფილის ბორანოს წარმოშობაც რეგიონის საფირმო ბოსტნეულმა განაპირობა.

2. კარტოფილის ბორანოს სახით, ადგილობრივებს კლასიკური ბორანოს ნაკლებად ცხიმიანი ვერსია მოუფიქრებიათ. მას ტრადიციული ბორანოს იერიც, გემოც და ყველა მსგავსი ინგრედიენტი აქვს, თუმცა მისგან განსხვავებით, კარტოფილი აბალანსებს აჭარული კარაქისა და ყველის ცხიმიანობას.

3. ბორანოში ცხიმის მაღალი შემცველობა მაღალმთიანი მოსახლეობისთვის ხელსაყრელი იყო, რადგან ორგანიზმი ცხიმის დაშლასა და გადამუშავებას, საშუალოდ, 4-6 საათამდე ანდომებს. ეს კი ხელსაყრელია მთაში მცხოვრებლებისთვის, რომლებიც სუსხიან ზამთარშიც კი საოჯახო მეურნეობას ეწევიან. ორგანიზმი ინარჩუნებს ბორანოსგან მიღებული ცხიმის მარაგს, რაც შემდეგში ენერგიისა და სითბოს მთავარ წყაროს წარმოადგენს.

4. აჭარაში ბევრი ცნობილი თამადა ქეიფის (ალკოჰოლის მიღების) დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ბორანოს მიირთმევს, რადგან ბორანოს მთავარი ინგრედიენტი კარაქია (იაღი) და ჭარბი ცხიმის დაგროვებისას თამადები, ბუნებრივია, უფრო დიდი რაოდენობის ალკოჰოლს ღებულობენ და ფხიზლად არიან (ბორანოს ჭამის შემდეგ ორგანიზმი ალკოჰოლს უფრო მეტად იტანს).

დაჯავშნა