დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

კვერცხის ბორანო

შემადგენლობა

აჭარული დაწნული ყველი (ჩლეჩილი), აჭარული კარაქი (იაღი), კვერცხი.

კერძის ისტორია

კვერცხის ბორანო ტრადიციული აჭარული კერძის - ბორანოს ერთ-ერთ სახესხვაობას წარმოადგენს და მის წარმოშობას რამდენიმე თქმულება უკავშირდება.

1. კვერცხის ბორანოს "ქობულეთურს" უწოდებენ, რადგან სწორედ ამ მუნიციპალიტეტის საფირმო კერძია. კვერცხი აჭარულ კულინარიაში სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, რადგან იგი მზესთან და ენერგიასთან, სიცოცხლესთან ასოცირდება. აჭარაში საუზმედ კვერცხის ბორანოს მომზადება, საუკეთესო საუზმედ მიიჩნეოდა ბავშვებისთვის და მოზარდებისთვისაც.

2. აჭარაში ბორანო ერთ-ერთი გამორჩეული კერძია, თუმცა ჭარბი ცხიმიანობის გამო, საჭირო გახდა მისი ალტერნატიული ვერსიით ჩანაცვლება. კლასიკური ბორანოს ნაკლებად ცხიმიანი ვერსიაა კვერცხის ბორანო. მასში აჭარული კარაქისა და ყველის რაოდენობას კვერცხი ანაცვლებს, როგორც ცილისა და ენერგიის წყარო.

დაჯავშნა