დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

მალახტო (ჭყინტი ლობიო ისრიმის წვენში)

შემადგენლობა

ლობიო, ნიგოზი, ნიორი, ისრიმის წვენი, ქინძი.

კერძის ისტორია

ისრიმი მკვახე ყურძნისგან დამზადებული საწებელია. საქართველოს ეთნოგრაფიულ სინამდვილეში ისრიმის სინონიმებია: „ბჟოქი“, „მკვახე“, „ჟოლოქა“, „შემოუსვლელი“ და სხვა.

ტრადიციულ აჭარულ სამზარეულოში მიღებული იყო ისრიმის წვენში ახალი (ჭყინტი) ლობიოს მომზადება, რომელსაც მალახტო ლობიოს ეძახიან.

ისრიმის წვენი ლობიოს თავისებურ, განსაკუთრებულ გემოს და სურნელს აძლევს. კერძი არის ოდნავ წვნიანი და მისი ცივად მირთმევა ცხელ მჭადთან ერთად განსაკუთრებით გემრიელია.

დაჯავშნა