დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

მჭადი

შემადგენლობა

სიმინდის ფქვილი.

ისტორია

მჭადი ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ძირითადი ცომეულია. განსაკუთრებით გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. მას ასევე სიმინდის პურს უწოდებენ.

მჭადი პურის ალტერნატივაა და იგი განსაკუთრებით გემრიელია ცხიმიან, ნიგვზიან და თევზეულის კერძებთან ერთად.

აჭარაში მჭადის დაკვრა შემდეგი ტრადიციით ხდებოდა: კეცში ჩაკრულ მჭადს ზედაპირს მოუსწორებდნენ და ჯვრის ფორმას გამოსახავდნენ, კეცს თუნუქს დაახურავდნენ და ნაკვერჩხალს დააყრიდნენ გამოსაცხობად.

სახალხო თქმულების მიხედვით, მჭადზე ჯვრის დასმის ტრადიცია, ერთი მხრივ, აჭარაში ოსმალების ბატონობისას, ქრისტიანული რელიგიის შენარჩუნებას ემსახურებოდა. მეორე მხრივ კი ამბობდნენ, რომ ამგვარი წესით მჭადის დატეხვა უფრო მარტივი იყო.

 

დაჯავშნა