დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

ნაღბიბორა

შემადგენლობა

აჭარული დაწნული ყველი (ჩლეჩილი), აჭარული კარაქი (იაღი), აჭარული ნაღები (კაიმაღი).

კერძის ისტორია

ნაღბიბორა ტრადიციული აჭარული კერძის - ბორანოს ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს.

 ნაღბიბორას წარმოშობა შემდეგ თქმულებას უკავშირდება:

  1. მაღალმთიან აჭარაში ოჯახს, რომელსაც განსაკუთრებული სტუმარი ეწვეოდა, განსაკუთრებული კერძითვე უნდა გამასპინძლებოდნენ. ნაღბიბორა კლასიკური ბორანოსგან განსხვავებით, მზადდება ნაღებით. ოჯახში ეს ინგრედიენტი მნიშვნელოვანი სუფრებისთვის არის გადანახული. ოჯახი, სადაც სტუმარს ნაღბიბორათი უმასპინძლდებოდნენ,  ბარაქიან ოჯახად მიიჩნეოდა.
  1. თქმულების მეორე ვერსიის თანახმად, დასაოჯახებელი გოგონას დიასახლისობა ნაღბიბორას მომზადებით განისაზღვრებოდა. რაც უფრო ოსტატურად და გემრიელად ამზადებდა გოგონა ნაღბიბორას, მით უფრო სასურველ საცოლედ (სარძლოდ) მიიჩნეოდა იგი.

დაჯავშნა