დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

პური

შემადგენლობა

პურის ფქვილი, მარილი, საფუარი.

ქართული პურის ისტორია

ქართულ სამზარეულოში პური განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგანაც კერძების დიდი ნაწილი სწორედ პურთან ერთად მიირთმევა.

უფრო მეტიც, საქართველოში ტრადიციულ ქართულ სუფრას ,,პურ-მარილს’’ ეძახიან, რის ლოგიკური წინაპირობაც არის ის, რომ პრაქტიკულად ყველა ზომის და სახის სუფრაზე, პური აუცილებელი ატრიბუტია.

საქართველოში, თითქმის ყველა კუთხეში განსხვავებული სახის და გემოვნური თვისებების პური ცხვება. ასევე, სხვადასხვა რესტორანი ცდილობს პურის ცხობას განსხვავებული მეთოდებით.

ბათუმარანში პური დღეში არანაკლებ ორჯერ ცხვება და პურის ცხობის ტექნოლოგია ბათუმარანის მზარეულებს ეკუთვნით. ბათუმარანში პური ხშირად ცხვება, რათა რესტორნის სტუმრებმა ნებისმიერ დროს ახალგამომცხვარი პური დააგემოვნონ.

დაჯავშნა