დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

ქათმის წვნიანი ფესტილით

შემადგენლობა

ქათმის ხორცი, ბოსტნეული, ფესტილი (ტყლაპი).

კერძის ისტორია

მაღალმთიან აჭარაში ფართოდ გავრცელებული კერძია ქათმის წვნიანი (ბულიონი), რომელსაც განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებას აძლევს ფესტილი (ტყლაპი).

მთაში ქათმის წვნიანი, ტრადიციული აჭარული ოჯახის სადილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერძია. სახალხო თქმულების მიხედვით, ქათმის წვნიანი, რომელსაც ფესტილის ხარჯზე სპეციფიკური გემო აქვს, სოფლებში ლხინის სუფრის მეორე დღისთვის ალიონზე მზადდებოდა და ნაბახუსევზე სტუმრებისთვის გასამასპინძლებლად საპატიო კერძად მიიჩნეოდა.

სახალხო თქმულებით, ქათმის წვნიანი, მთაში, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, კვირაში რამდენჯერმე, აუცილებლად მისართმევ კერძად მიიჩნეოდა.

დაჯავშნა