დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

შემწვარი ბარაბული (ხონთქარი)

შემადგენლობა

ბარაბული.

კერძის ისტორია

თევზაობის კულტურა და ტრადიცია აჭარაში ფართოდაა გავრცელებული. იგი განსაკუთრებით მამაკაცების საყვარელი საქმიანობაა. მეთევზეობა, ტრადიციულად, თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

ბარაბული (ხონთქარი) საქართველოს შავი ზღვისპირეთის მთელ ზოლზე ბინადრობს. შესაბამისად, მას აჭარულ სამზარეულოში ხშირად ვხვდებით. ბარაბულის ზომები იშვიათად აღემატება 25 სანტიმეტრს. ეს ლამაზი და მკვირცხლი თევზი სამოყვარულო თევზჭერის ერთ-ერთი საყვარელი ობიექტია.

ბარაბულის კულინარიულ თვისებებზე ლეგენდები დადის. მისი ნაზი ხორცი შეიცავს ვიტამინების და მინერალების მთელ სპექტრს, ფოსფორს და ადამიანისთვის სასარგებლო მაღალკალორიულ ცილებს. ამბობენ, ძველ დროს, პორტში მომუშავე მტვირთავები ბარაბულით იკრეფდნენ ძალას ხანგრძლივი, მძიმე მუშაობისთვის.

დაჯავშნა