დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

სინორი

ინგრედიენტები

უმაღლესი ხარისხის პურის ფქვილი, აჭარული კარაქი, ნადუღი, ნიორი.

კერძის ისტორია

სინორი აჭარული სამზარეულოს განძია. უგემრიელესი კერძი, რომელიც მარტივად კეთდება, ყველა ტრადიციულ აჭარულ ოჯახში მზადდება.

სინორი უსაფუვრო ცომის უთხელესი, კარგად გამომცხვარი, გადახვეული და თანაბარ რგოლებად დაჭრილი ერთგვარი მომცრო რულეტებია. მისი შენახვა მშრალ პირობებში ორ თვემდე შეიძლება და საამისოდ არანაირი განსაკუთრებული ტექნოლოგიის გამოყენება არ არის საჭირო.

სინორის საიდუმლო მის თხელ და ნაზ ფენებშია. გამდნარი კარაქის, ნადუღისა და ნივრის არომატი ერთმანეთს სასიამოვნოდ ერწყმის, რაც გემოს მრავალფეროვანს ხდის.

სინორი თაფლით და ნიგვზით, დესერტის სახითაც მზადდება.

დაჯავშნა