დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

სულთანური ბლინები

შემადგენლობა

საქონლის ხორცი, ხახვი, ძირა, უცხო სუნელი, ფქვილი, კვერცხი, ზეთი.

კერძის ისტორია

საბაირამო სუფრა აჭარაში ყოველთვის მდიდარი იყო და ხშირად იგი საახალწლო სუფრასაც კი ეჯიბრებოდა, რადგანაც ამ დროს ოჯახს ბევრი საპატიო სტუმარი ეწვეოდა.

მენიუ ძირითადად ტრადიციული იყო და მეტწილად ”სამარიფათო” კერძებს მოიაზრებდა.

ერთ-ერთი მათგანი იყო ხორციანი ბლინები, იგივე სულთანური ბლინები. მას სულთანური სწორედ ხორცის შიგთავსის  გამო ეწოდება. სულთანური ბლინები აჭარული სანელებლებითა და ხახვით მზადდება.

დაჯავშნა