დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

ტოლმა

ინგრედიენტები

კეჟერა ფხალი(მხალი), საქონლის ხორცი, ბრინჯი, ხახვი, ნიორი, ტომატი.

კერძის ისტორია

ტოლმა (თურქ. dolma; ბერძ. ντολμαδες; სპარსულად Dolme (دلمه); სომხ. tolma (տոլմա); რუმინ. sarma) - ტოლმა მრავალი მეზობელი ქვეყნის სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. იგი საოჯახო კერძია ხმელთაშუაზღვის და მიმდებარე რეგიონების, მათ შორის ბალკანეთის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სამზარეულოში.

მხალის, კომბოსტოს, ან ყურძნის ფოთლებში გახვეულ ამ კერძს, სარმასაც (თურქ. Sarmak “შეხვევა“) უწოდებენ. იგი ფოთლებში გახვეული ბრინჯის, ხახვის, გატარებული ხორცისა და სხვა ინგრედიენტთა ნაზავია. მიიჩნევა, რომ კერძი წარმოშობით თანამედროვე აღმოსავლეთ თურქეთიდანაა და შემდეგ გავრცელდა ოსმალეთის იმპერიაში.

ქობულეთური სარმა ტოლმის ერთ-ერთი სახესხვაობა და აჭარული ვერსიაა. აჭარის რეგიონი მდიდარია ფხალეულის (მხალეულის) კულტურით და შესაბამისად, მას ტრადიციულ აჭარულ სამზარეულოშიც ხშირად ვხვდებით.

სარმა ქორწილებისა და სხვა საზეიმო სუფრის წამყვან კერძად მიიჩნევა.

დაჯავშნა