დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

ყაისაფა

ინგრედიენტები

ქლიავი, იაღი (აჭარული კარაქი), შაქარი, ნიგოზი.

დესერტის ისტორია

ყაისაფა ტრადიციულ აჭარულ სამზარეულოში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, თუმცა მისი მცირედით სახეცვლილი ნაირსახეობა მესხეთშია გავრცელებული. თუ მესხური ტრადიციული ყაისაფა გახეხილი ქლიავისა და ერბოში შეხრაკული ხახვის კერძია, აჭარულ სამზარეულოში ყაისაფა უფრო დესერტის ნაირსახეობას განეკუთვნება.
ყაისაფა ქლიავის ჩირით, ან შემბალი ტყლაპით, კარაქით და ნიგვზით მზადდება.
მისი მომზადება ბავშვებისთვის ერთ დიდ დღესასწაულს წარმოადგენდა, როცა სახლში ქლიავის, შაქრისა და ნიგვზის არომატი ტრიალებდა.

დაჯავშნა