დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

ყურუთი

შემადგენლობა

სიმინდის ფქვილი, აჭარული კაიმაღი, ნადუღი.

კერძის ისტორია

ყურუთი ტრადიციული აჭარული სამზარეულოს გამორჩეული, მსუყე კერძია, რომლის ძირითად ინგრედიენტსაც, რძის პროდუქტი წარმოადგენს. ყურუთის წარმოშობას შემდეგ თქმულებას უკავშირებდნენ.

მაღალმთიან აჭარაში ოჯახებს მიწის ნაკვეთები საცხოვრებელი ადგილებიდან 5-10 კილომეტრის მოშორებით აქვთ.

გზად წახემსებისთვის და სამუშაო პროცესში დასანაყრებლად, საუკეთესო კერძად ყურუთი მიიჩნეოდა. ყურუთი, მასში შემავალი რძის პროდუქტებიდან გამომდინარე, გაჯერებულია ცხიმებით და ცილებით, რაც ორგანიზმს ენერგიას მატებს  .

ყურუთის ტრანსპორტირება მარტივია და მისი მცირე ულუფაც საკმარისია დასანაყრებლად.

ყურუთის ისტორიის მოძიების პროცესში, რამდენიმე ადგილობრივმა ყურუთი ,,აჭარულ სნიკერსად’’ მოიხსენია :)

დაჯავშნა