დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

ჭაჭა მუხაში დავარგებული "აჭარული ღვინის სახლი"

“ჭაჭა პორტო-ფრანკო“ დამზადებულია ყურძნის ჭაჭისგან, რომელიც მთელი ზამთრის განმავლობაში, ღვინოსთან ერთად მოთავსებულია ქვევრებში. შემდგომ იგი იქნა ამოღებული და გამოხდილი სპილენძის ქვაბში. ქართული იშვიათი ყურძნის ჯიშებისაგან გამოხდილი ჭაჭის კუპაჟი „პორტო-ფრანკო ჭაჭას“ განუმეორებელ არომატს აძლევს.

"აჭარული ღვინის სახლის" შესახებ

“აჭარული ღვინის სახლი”, მდებარეობს აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში.
“აჭარული ღვინის სახლი” ტრადიციული ტექნოლოგიებით აწარმოებს ღვინოებს, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალურობით, ტრადიციული ტექნოლოგიებით. ამ მხრივ განსაკუთრებულია ჩხავერი როზე ბრენდით - „პორტო-ფრანკო“, როგორც მშრალი, ნახევრად ტკბილი, ასევე ქვევრის ღვინოები.
ჩხავერი ძველი ქართული აბორიგენული ვაზის ჯიშია, რომელიც მხოლოდ დასავლეთ საქართველოში მოდის. განადგურების პირას მყოფი ეს კულტურა საუკუნეების განმავლობაში შემოინახა ქედის მოსახლეობამ. აჭარული ღვინის სახლის დამსახურებაცაა, რომ ჩხავერის ღვინის ქარხნული წარმოება განახლდა და საფუძველი ჩაეყარა მის ხელახალ აღორძინებას.
“ჩხავერის” ღვინის ბოთლისა და ჭაჭის ბოთლის ეტიკეტზე დატანილი რიცხვი 41.3 და 41.3 აღნიშნავს ბათუმის გრძედისა და განედის ზომას, რომელიც ერთმანეთის ტოლია.
ჩხავერის გარდა, "აჭარულ ღვინის სახლში" მზადდება თეთრი, ვარდისფერი და წითელი ღვინოები. მათ შორის მშრალი, ნახევრად ტკბილი, ქვევრის, კასრში დავარგებული. ასევე სხვადასხვა გემოს ჭაჭა და კონიაკი. აგრეთვე, ბოთლში დაძველებული შამპანური.

დაჯავშნა