დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

ჩხაიძის ჩხავერი თეთრი მშრალი "კახური ტრადიციული მეღვინეობა"

ჩხავერი - ქართული ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიშია, რომელიც ისტორიულად ყოველთვის გაშენებული იყო აჭარის, გურიისა და იმერეთის სოფლებში.

ჩხავერი ტრადიციული ქართული სამზარეულოს სუფრის ღვინოდ მიიჩნევა. ასევე, ყურძნის ეს ჯიში რეკომენდებულია ცქრიალა ღვინოების დასაყენებლად. იგი საუკეთესო არჩევანია, როგორც აპერიტივი.

ჩხავერის ღვინის შეფერილობა და გემოვნური თვისებები ღვინის სპეციალისტებს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩხავერი არის პრაქტიკულად ერთადერთი ქართული ვაზის ჯიში, რომლისგანაც ბუნებრივად ვარდისფერი ღვინო შეიძლება დამზადდეს.

ჩხავერის ღვინის სახეობებია: ჩხავერი ქვევრი, ჩხავერი ნახევრადტკბილი, ჩხავერი თეთრი მშრალი, ჩხავერი წითელი მშრალი, ჩხავერი როზე მშრალი, ჩხავერი როზე ნახევრად ტკბილი.

ღვინის კომპანიის შესახებ

კომპანია ,,კახური ტრადიციული მეღვინეობის" ისტორია XIX საუკუნის 80-იან წლებში გურიის სოფელ ასკანაში მცხოვრებ მეღვინეს, ანთიმოზ ჩხაიძეს, უკავშირდება, რომელმაც იმ დროისათვის ერთ-ერთი საუკეთესო მარანი დააარსა და უნიკალური ღვინის - ჩხავერის დამზადება დაიწყო. მან ამ ღვინით სახელი გაითქვა არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის სახვადასხვა ქვეყანაშიც.
მარნის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ქვევრი 1880 წლით თარიღდება.
საგვარეულო ტრადიციებზე დაყრდნობით, 2001 წელს, მისმა შთამომავალმა - ზურაბ ჩხაიძემ კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობა" დააფუძნა, რომელიც მეღვინეობის 8000-წლოვანი, ისტორიული ტრადიციების გამგრძელებელია.
KTW-ს ძირითადი მიმართულებაა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გაშენებული უნიკალური ვაზის ჯიშებისგან მაღალი ხარისხის ღვინის, ბრენდისა და ტრადიციული ჭაჭის წარმოება.
კომპანია ფლობს ვენახებს რაჭა-ლეჩხუმში, საგარეჯოში (მანავი, ახაშენი, ვაჩნაძიანი), ყვარელსა (ახალსოფელი, თელავი, წინანდალი) და ქართლში (საგურამო).
კომპანიის მრავალმხრივი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია მივიწყებული, ქართული ვაზის ჯიშების აღდგენა და შემდგომ ღვინის წარმოება. სწორედ ,,კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ აღადგინა უნიკალური ყურძნის ჯიშები ილია ჭავჭავაძისეული ვენახებიდან, რომელთა მეშვეობითაც დღესდღეობით აქტიურად ამზადებს სხვადასხვა სახის ღვინოს ისტორიულ ,,გურამიშვილის მარანში“.
,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ არის ქართული ბრენდის წარმოებისა და გაყიდვების ლიდერი 2008 წლიდან დღემდე; ფლობს ISO 22000-ის სტანდარტების შესაბამის ღვინის ქარხნებს ველისციხეში, მანავში, პატარძეულში, საგურამოსა და ქედაში.
ისტორიულ ღვინის მარნებს - ,,გურამიშვილის მარანსა“ და ,,ველისციხის ვერანდას“. საბრენდე სპირტის ქარხანას- ველისციხეში და ხილის გადამამუშავებელ საწარმოებს ქედასა და ჩოხატაურში.
,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულიც არის, ესენია : ,,Decanter” , ,,Vinoterra” , ,,HKIWSC”, ,,WinExpo Georgia” , ასევე ფლობს 2016 წლის საუკეთესო საწარმოს ჯილდოს - ,,Golden Brand”.

დაჯავშნა