დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

ჩხავერი "მეღვინეობა არჩეული 1920"

ჩხავერი - ქართული ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიშია, რომელიც ისტორიულად ყოველთვის გაშენებული იყო აჭარის, გურიისა და იმერეთის სოფლებში.

ჩხავერი ტრადიციული ქართული სამზარეულოს სუფრის ღვინოდ მიიჩნევა. ასევე, ყურძნის ეს ჯიში რეკომენდებულია ცქრიალა ღვინოების დასაყენებლად. იგი საუკეთესო არჩევანია, როგორც აპერიტივი.

ჩხავერის ღვინის შეფერილობა და გემოვნური თვისებები ღვინის სპეციალისტებს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩხავერი არის პრაქტიკულად ერთადერთი ქართული ვაზის ჯიში, რომლისგანაც ბუნებრივად ვარდისფერი ღვინო შეიძლება დამზადდეს.

ჩხავერის ღვინის სახეობებია: ჩხავერი ქვევრი, ჩხავერი ნახევრადტკბილი, ჩხავერი თეთრი მშრალი, ჩხავერი წითელი მშრალი, ჩხავერი როზე მშრალი, ჩხავერი როზე ნახევრად ტკბილი.

 

ღვინის მარნის შესახებ

"მეღვინეობა არჩეული 1920" არის საოჯახო ტიპის ღვინის მარანი.

ოჯახი არჩეულში 1918 წელს დასახლდა. ოჯახი ამუშავებდა მარცვლეულს, თაფლს, ჰქონდა ფერმა და რა თქმა უნდა აყენებდა ღვინოს. ამაზე მეტყველებს ეზოში დამარხული ქვევრები, რომელთაგანაც ყველაზე ძველი 1920 წლით თარიღდება და განსაკუთრებული წესით დამზადებული საწნახელი.

დაჯავშნა