დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

ჩხავერი როზე ქვევრის "აჭარული ღვინის სახლი"

ჩხავერი - ქართული ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიშია, რომელიც ისტორიულად ყოველთვის გაშენებული იყო აჭარის, გურიისა და იმერეთის სოფლებში.

ჩხავერი ტრადიციული ქართული სამზარეულოს სუფრის ღვინოდ მიიჩნევა. ასევე, ყურძნის ეს ჯიში რეკომენდებულია ცქრიალა ღვინოების დასაყენებლად. იგი საუკეთესო არჩევანია, როგორც აპერიტივი.

ჩხავერის ღვინის შეფერილობა და გემოვნური თვისებები ღვინის სპეციალისტებს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩხავერი არის პრაქტიკულად ერთადერთი ქართული ვაზის ჯიში, რომლისგანაც ბუნებრივად ვარდისფერი ღვინო შეიძლება დამზადდეს.

ჩხავერის ღვინის სახეობებია: ჩხავერი ქვევრი, ჩხავერი ნახევრადტკბილი, ჩხავერი თეთრი მშრალი, ჩხავერი წითელი მშრალი, ჩხავერი როზე მშრალი, ჩხავერი როზე ნახევრად ტკბილი.

"აჭარული ღვინის სახლის" შესახებ

“აჭარული ღვინის სახლი”, მდებარეობს აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში.
“აჭარული ღვინის სახლი” ტრადიციული ტექნოლოგიებით აწარმოებს ღვინოებს, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალურობით, ტრადიციული ტექნოლოგიებით. ამ მხრივ განსაკუთრებულია ჩხავერი როზე ბრენდით - „პორტო-ფრანკო“, როგორც მშრალი, ნახევრად ტკბილი, ასევე ქვევრის ღვინოები.
ჩხავერი ძველი ქართული აბორიგენული ვაზის ჯიშია, რომელიც მხოლოდ დასავლეთ საქართველოში მოდის. განადგურების პირას მყოფი ეს კულტურა საუკუნეების განმავლობაში შემოინახა ქედის მოსახლეობამ. აჭარული ღვინის სახლის დამსახურებაცაა, რომ ჩხავერის ღვინის ქარხნული წარმოება განახლდა და საფუძველი ჩაეყარა მის ხელახალ აღორძინებას.
“ჩხავერის” ღვინის ბოთლისა და ჭაჭის ბოთლის ეტიკეტზე დატანილი რიცხვი 41.3 და 41.3 აღნიშნავს ბათუმის გრძედისა და განედის ზომას, რომელიც ერთმანეთის ტოლია.
ჩხავერის გარდა, "აჭარულ ღვინის სახლში" მზადდება თეთრი, ვარდისფერი და წითელი ღვინოები. მათ შორის მშრალი, ნახევრად ტკბილი, ქვევრის, კასრში დავარგებული. ასევე სხვადასხვა გემოს ჭაჭა და კონიაკი. აგრეთვე, ბოთლში დაძველებული შამპანური.

დაჯავშნა