დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

ცოლიკოური "ივერის ვენახები"

ცოლიკოური ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, რომელიც ტრადიციული ქართული სამზარეულოს სუფრის ღვინოდ მიიჩნევა.
ცოლიკოური ადგილობრივი სტანდარტული ვაზის ჯიშია. იგი ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებში და იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის თეთრ და ბუნებრივად ნახევრადტკბილ სადესერტო ღვინოს.

აჭარაში ცოლიკოურის ვაზის ჯიში ძირითადად ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებშია გავრცელებული.

საოჯახო მარნის შესახებ

ივერი ბერიძის საოჯახო ვენახები საქართველოს ულამაზეს მხარეში მდებარეობს, აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარჯანისში, ქალაქ ბათუმიდან 50 კმ დაშორებით, აჭარისწყლის ხეობაში, სადაც ყურძნის წარმოებისათვის უნიკალური პირობებია.
ეს ადგილი ზღვის დონიდან 500 მეტრზე მდებაროებს.

ივერი ბერიძის ოჯახს ღვინის წარმოების საუკუნოვანი გამოცდილება და ტრადიციები აქვს. მიწის ნაკვეთში ნაპოვნია ძველი ქვევრები, რაც მიანიშნებს, რომ აქ ვაზის კულტურა უხსოვარი დროიდან არსებობდა.

ივერი ბერიძის ოჯახი მაღალი ხარისხის საოჯახო ცოლიკოურის, ჩხავერის და საწურის ბიოლოგიურად სუფთა, უნიკალურ ღვინოს აწარმოებს ,,ივერის ვენახების“ სახელწოდებით, ღვინის მცირე საწარმოში, ბოთლში ჩამოსხმით.

დაჯავშნა