დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

დასაყენებელი ჩაი

დასაყენებელი ჩაი (შავი, მწვანე, ხილის)

ისტორია

ჩაი ჩინური კულტურაა და ისტორიული ცნობით, საქართველოში პირველად 1770 წელს გამოჩნდა, როდესაც რუსმა დედოფალმა ეკატერინა მეორემ ქართველ მეფე ირაკლი მეორეს სამოვარი და ჩაის სერვიზი აჩუქა.

ჩაის შემოტანის სხვა ვერსია მიხა ერისთავს უკავშირდება. თავადმა ჩაი პირველად ჩინეთში ნახა, ნაყენი დააგემოვნა და მისი სამშობლოში გაშენება გადაწყვიტა. რადგან იმ პერიოდისთვის ჩინეთიდან ჩაის თესლის ან ნერგის გატანა აკრძალული იყო, თავადმა გახვრეტილ ყავარჯენში ჩალაგებული ჩაის თესლი მალულად გადმოიტანა ჩინეთის საზღვარზე და საქართველოში გაავრცელა.

ჩაის „ქართულ სამშობლოდ“ აჭარა მიიჩნევა შავი ზღვისპირეთში, კერძოდ კი, აჭარაში ეს კულტურა მე-19 საუკუნის 90-იან წლებში მოაშენეს და დიდი განვითარებაც ჰპოვა. ჩვენებური ჩაი ჩინური და ინდური ჩაისგან ნაზი გემოთი გამოირჩევა. გემოვნურ თვისებას ქართული ნიადაგი და ადგილმდებარეობა განაპირობებს. ეს სასმელი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ბათუმსა და ჩაქვში ჩაის სახლებიც გაიხსნა.

ჩაის სმის ცერემონიალის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნაყენის მომზადების წესების მკაცრად დაცვას, რაც ჩაის უნარჩუნებს კვებითსა და სამკურნალო თვისებებს.

ჩაი არამარტო გემრიელი სასმელია, ის საუკეთესო საშუალებაა გაციების დროს, მატონიზირებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

დაჯავშნა