დაჯავშნა

დაგვირეკეთ
ან
მოგვწერეთ
მენიუ დახურვა

ვაშლის არაყი

ისტორია

საქართველოში, მეღვინეობის უძველეს ქვეყანაში, არყის წარმოება უშუალოდ მევენახეობა -მეღვინეობასთანაა დაკავშირებული.
ბარში არაყს მეტწილად ხილისა და მეღვინეობის ნარჩენებისგან ხდიდნენ, მთაში კი - მარცვლეული კულტურებისგან.
არყის გამოხდის ხალხურ წესებს საქართველოში დიდი ტრადიცია გააჩნია. იგი ძირითადად ოჯახის საჭიროებას ხმარდებოდა. ყოფაში შემორჩა ის ხერხები, რომლითაც ქართველი გლეხი ოდითგანვე ხდიდა არაყს.
,,არყის გამოხდის ძველქართული ტექნოლოგიების დიდი ნაწილი დღეს ან დაკარგულია, ან თითო-ოროლა ადამიანმა თუ იცის", - ამბობს ქართველი ეთნოგრაფი ალექსანდრე ჯელაძე.

ქართულ არაყს სხვადასხვა ნედლეულისგან ამზადებდნენ, რომელთა შორისაა ტყემალი, ყურძენი, მუხა, შერეული ხილი, ვაშლი, თაფლი, ხურმა, აკაცია და მსხალი.

დაჯავშნა